ირაკლი ბერაია - “ნაცმოძრაობის“ მოკავშირე კუბილიუსი, აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით

"ნაცმოძრაობის“ მოკავშირე კუბილიუსი, აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით , - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

ბერაიას თქმით, კუბილიუსის კომენტარი სასაცილოა.

„შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება. კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ერთის მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორეს მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას. შესაბამისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია”, - განაცხადა ბერაიამ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება.

„საქართველოს ხელისუფლებამ "აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის" ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის - აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან - პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან - ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს,“ - წერს ევროპარლამენტარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა