რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დაარეგისტრირა

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დაარეგისტრირა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ნოვოსიბირსკის ცენტრმა „ვექტორმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონა“ დაარეგისტრირა. რამდენადაც ვიცი, გზაშია კიდევ მესამე ვაქცინა, რომელზეც ჩუმაკოვის სახელობის ცენტრი მუშაობს“, - აღნიშნა პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას.

როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ შეხვედრისას აღნიშნა, ამ ვაქცინის რეგისტრაციის შემდგომი კლინიკური ცდები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 40 000 მოხალისეზე ჩატარდება და პირველი პარტია - 60 000 დოზის მოცულობით, უახლოეს პერიოდში იწარმოება.

შეგახსენებთ, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა „სპუტნიკ V” 11 აგვისტოს ოფიციალურად დაამტკიცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა