ადვოკატთა ასოციაციაში გერმანიის ელჩთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა

ადვოკატთა ასოციაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა გერმანულ და ქართულ იურიდიულ პროფესიებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) და გერმანიის ადვოკატთა ფედერალურ პალატასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

ელჩმა ხაზი გაუსვა ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული პროფესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა