სერგეი ლავროვი - ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური რუსების საკუთრება ჩვენი მხრიდან მუდმივი ყურადღების საგანია

ეთნიკური რუსებისა და რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების საკუთრება რუსეთის მხრიდან მუდმივი ყურადღების საგანია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, ოკუპირებულ აფხაზეთში, ტაჯიკეთსა და ბელარუსში ეთნიკურად რუსების ინტერესების დაცვის თაობაზე.

„ვიმედოვნებ (ახლა აფხაზეთში ცვლილებები თითქოსდა დაცხრა), ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას. თუმცა გავიმეორებ, რომ ჩვენ ცოტა გვაოცებს, რომ პრობლემა კვლავაც დაურეგულირებელია. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ენერგიულ ნაბიჯებს გადავდგამთ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ტაჯიკეთსა და ბელარუსში რუსეთის ყოფნა ჭარბობს ბიზნესის ხაზით. გარდა ამისა, ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში, რუსული ენის სწავლება ძალიან მაღალ დონეზეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა