კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისთვის სომხეთს სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების თხოვნით ჯერ არ მიუმართავს

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისთვის სომხეთს სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების თხოვნით ჯერ არ მიუმართავს. ამის შესახებ რუსულ მედიას ორგანიზაციის პრესმდივანმა ვლადიმერ ზაინეტდინოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია მისდამი თხოვნის შემთხვევაში, მთიანი ყარაბაღის რეგიონში, სამშვიდობო ძალების ამოქმედებას მშვიდობის მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობისთვის, მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის საბჭოსა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეძლებს.

ამასთან, პრესმდივანი აცხადებს, რომ გარდა ამისა, უნდა არსებობდეს კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის თანხმობა სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებაზე.

2007 წლის შეთანხმებით, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება სამშვიდობო ოპერაციის ჩატარებაზე მზადდება ამავე ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოსა და უშიშროების საბჭოს მდივანთა კომიტეტის თანხმობის შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა