პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო, თბილისის 173-ე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

თბილისის 173-ე სკოლა, სკოლაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სასწავლო დაწესებულებაში დაუდასტურეს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" სკოლის დირექტორი ლია თუშური აცხადებს, სკოლა დღეს ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა და ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმი ხვალიდან 12 დღის განმავლობაში, გაგრძელდება.

"კორონავირუსი დაუდასტურდა ჩვენი სკოლის პედაგოგს, ორსულადაა და უკვე მკურნალობს. რეკომენდაცია იყო კონტაქტში მყოფი პირები გარკვეული ვადით უნდა გადაგვეყვანა თვითიზოლაციაში. პედაგოგებს ბევრს ჰქონდა მასთან კონტაქტი, სწორედ ამიტომ 12 დღით გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, სრულად მთელი სკოლა", - განაცხადა ლია თუშურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა