არქიმანდრიტი კირიონი - ივერი მელაშვილი შეუვალი იყო, მისი ჩვენდამი წინააღმდეგობა აზერბაიჯანს რომ მოესმინა, ხელფასს გადაუხდიდა

მისი ჩვენდამი წინააღმდეგობა რომ მოესმინა აზერბაიჯანს, ხელფასს გადაუხდიდა აზერბაიჯანი იმას და არა საქართველო,- ამის შესახებ არქიმანდრიტმა კირიონმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის შესახებ განაცხადა.

არქიმანდრიტ კირიონის განმარტებით, ივერი მელაშვილი ყველა იმ რუკით ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო იყო და აზერბაიჯანი-საქართველოს მიერ ხელმოწერილ 1:200 000 მასშტაბის რუკას უგულებელყოფდა.

ამასთანავე, არქიმანდრიტის შეფასებით, ივერი მელაშვილი ცენზით მიწათმომწყობი იყო და სახელმწიფო საზღვარზე მუშაობის არანაირი უფლება არ ჰქონდა.

„შეუვალი იყო, მისი ჩვენდამი წინააღმდეგობა აზერბაიჯანს რომ მოესმინა, მას ხელფასს გადაუხდიდა აზერბაიჯანი და არა საქართველო. ჩვენ ყველაზე აუღებელი ციხესიმაგრე გვქონდა ჩვენივე ჩინოვნიკების სახით. კაცი არ ცნობდა მთავარ დოკუმენტს, რაზეც ქვეყნებმა მოვაწერეთ ხელი და ვთქვით, რომ საყრდენი რუკა ჩვენს შორის საზღვრის გავლების დროს, იქნებოდა K-38 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა. მელაშვილი ამ რუკას ბუნებაში საერთოდ უარყოფდა. იყენებდა ყველა რუკას, რომელიც ჩვენი საზიანო იყო და რუკა, რომელიც ხელმოწერილი იყო და ორივე მხრიდან აღიარებული, იმ რუკას საერთოდ უარყოფდა. შემდეგ, უკვე წამყვან სპეციალისტებთან, კამათის დროს, ის კადნიერდებოდა ისე, რომ იმათთანაც კი კამათობდა და ამბობდა, ეს რუკა არ ვარგაო. კაცი, რომელიც ცენზით არის მიწათმომწყობი და მას არანაირი უფლება არ ჰქონდა ემუშავა სახელმწიფო საზღვარზე, წამყვან სპეციალისტებს ეუბნებოდა, რომ ეს რუკა ვარგაო და არაფერი არგუმენტი ამის იქით არ ჰქონდა. ეს დოკუმენტი, როცა საბოლოოდ შევკარით, ჩამოვიდა ახალი რუკებიც 2020 წლის გაზაფხულზე, რომელიც უკვე საარქივო მასალაა, ანუ დედნები, შემდგომ გავუგზავნეთ უცხოურ ფირმას, რომელიც არის მოწინავე იურიდიული კომპანია მსოფლიოში, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ტიპის დავებში. მათ მასალები შეისწავლეს და გვითხრეს, რომ ამ დოკუმენტებით სახელმწიფო აბსოლუტურად წელგამართულია“, - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს