ტაილანდის მთავრობამ საგანგებო განკარგულება გამოსცა, რომელიც ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვას კრძალავს

ტაილანდის მთავრობამ ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საგანგებო განკარგულება გამოსცა, რომელიც ხუთზე მეტი პირის შეკრებისა და სენსიტიური შინაარსის ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს.

საგანგებო განკარგულების ძალაში შესვლიდან 30 წუთის შემდეგ სპეცრაზმმა პრემიერ-მინისტრ პრაიუტ ჩან-ოჩას გადადგომის მოთხოვნით მის ოფისთან შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო და 20 ადამიანი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის საპროტესტო აქციების რამდენიმე ლიდერიცაა.

ტაილანდში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ პრაიუტ ჩან-ოჩას გადადგომას, მეფის ძალაუფლების შემცირებასა და ახალ კონსტიტუციას ითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა