გერმანიაში კორონავირუსის 6 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 6 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დრომდე ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილი ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 28 მარტს დაფიქსირებული 6 294 შემთხვევა იყო.

გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა 9 710-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება დაინფიცირებულების საერთო რაოდენობას, გერმანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ის 341 223 შემთხვევაა დადასტურებული.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს