დონალდ ტრამპი - თუ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, აშშ-ს ჩინეთი დაეპატრონება

თუ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, აშშ-ს ჩინეთი დაეპატრონება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებაში ჩინეთია დამნაშავე და მხოლოდ მის ადმინისტრაციას შეუძლია მათ პასუხი აგებინოს.

„ამერიკელ ხალხს აქვს არჩევანი - აირჩიოს ჩემი პროამერიკული პოლიტიკა ან ის, რომელიც რადიკალი მემარცხენეა და ქვეყანას დაღუპვას მოუტანს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის არჩევანი სოციალისტური ღამის კოშმარსა და ამერიკულ ოცნებას შორის,“ - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 20 დღეში ან ჩინეთი დაეპატრონება ამერიკას, ან აშშ მსოფლიოს თავის სიძლიერეს მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს