15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, 15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება.

მათივე ცნობით, საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს და ეწევიან პროდუქტიულ (სასოფლო სამეურნეო), რეპროდუქტიულ (საოჯახო და ზრუნვასთან დაკავშირებულ) და სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ქალების შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია.

„სოფლად მცხოვრები ქალების თითქმის ერთპიროვნულად აწევთ ისეთი ვალდებულებები როგორიცაა: ბავშვზე ზრუნვა, ოჯახისთვის საკვების მომზადება, სახლის დალაგება და სხვა. საქართველოში გამოკითხული ქალების 94% ამბობს, რომ, ოჯახში ჩვეულებრივ ან ყოველთვის, სწორედ ის რეცხავს. ამასვე ადასტურებს კაცების 89%, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვეულებრივ ან ყოველთვის, მათი პარტნიორები რეცხავენ. ქალები, საოჯახო და ზრუნვით საქმიანობაზე კვირაში საშუალოდ 45 საათს ხარჯავენ, ხოლო კაცები - 15 საათს. ამგვარი, რეპროდუქტიული საქმიანობა, როგორც წესი აუნაზღაურებელი და უხილავია. ამ საქმიანობაშია ჩართული სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა. ამავდროულად, საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად სეგრეგირებულია, რაც გულისხმობს, რომ ქალები ასრულებენ საქმეებს, რომლებიც ტრადიციულად მათ ძირითად მოვალეობად მიიჩნევა. ასე მაგალითად: სოფლად მცხოვრებ ქალებს, ხშირად უწევთ ხელით ისეთი სამუშაოების შესრულება როგორიცაა: მოსავლის აღება, გადარჩევა და დახარისხება, მიწათმოქმედების პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კონსერვი, სუნელები, ფქვილი), ფრინველების მოვლა, ხორცისა და ხორცის პროდუქტების წარმოება, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, კვერცხის წარმოება, მეცხოველეობით მიღებული პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კუპატი, კონსერვი, სანთელი). სტატისტიკის თანახმად, მარცვლეული კულტურების მიღება-გადამუშავებაში ქალები წელიწადში 84.3 დღეს არიან ჩართულნი, ხოლო კაცები 98.1 დღეს. მეცხოველეობაში ქალები 259.9 დღე საქმიანობენ, კაცები - 165.8 დღეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ქალები უმეტესად საარსებო სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულნი, რაც გულისხმობს მოსავლის მოყვანას შინამეურნეობის გადარჩენისათვის და ბაზარზე პროდუქციის გატანას - ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ შინამეურნეობები, გამოკითხულთა უმრავლესობა, 71.1%, ოჯახის უფროსად კაცს მიიჩნევს. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ ქალები იშვიათად ითხოვენ სამემკვიდრეო უფლებას, რადგან ტრადიციისამებრ მიიჩნევა, რომ ის ოჯახის მამაკაც წევრს ეკუთვნის.

არსებული ვითარების გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციებია: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულების გენდერული ანალიზი (მათ შორის, ქალებისა და კაცების რესურსებზე წვდომისა და გადაწყვეტილებებში ჩართულობის მიმართულებით) და გამოვლენილ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; სოციალური ინფრასტრუქტურის, ბავშვებსა და ხანდაზმულებზე ზრუნვის სერვისების შექმნა/გაუმჯობესება; სოფლის შიდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის. სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე არსებული საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისების ქალთა და კაცთა განსხვავებულ საჭიროებებზე მორგება; საგანმანათლებლო და გადამზადების პროგრამების არსებობა; სამართლიანი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება“,- აღნიშნულია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა