პენიტენციური სამსახური - დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის საჭიროება არ დგას. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

„14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ამის გამო კვლევების ჩასატარებლად პენიტენციური დაწესებულებიდან დღეს ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანდნენ. როგორც მამალაძე განმარტავს, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო: პენიტენციური სამსახურში აცხადებენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა