გიგი უგულავა - კოვიდთან ბრძოლის ეგიდით მთავრობამ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, რომლიდანაც მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები გამოგვიყვანს

მთავრობის მიერ კორონაკრიზისის არაეფექტურმა მართვამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეკონომიკური კრიზისი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში, ადგილობრივებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

უგულავას თქმით, მთავრობის მიერ კორონაკრიზისის არაეფექტურმა მართვამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეკონომიკური კრიზისი. უგულავამ აღნიშნა, რომ სწორედ „ევროპული საქართველოს“ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა, რომელიც მოიცავს გადასახადების შემცირებას, მოუხსნის ამ ადამიანებს წნეხს და მოუტანს თითოეულ ადამიანს კეთილდღეობას.

„სოფელ ორსანტიას მოსახლეობას ჩვენ გავაცანით ჩვენი ცვლილებების გეგმა, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანა დიდ კედელს მიეჯახა, რომ ჩვენ ვიმყოფებით ღრმა კრიზისში, რომ კოვიდთან ბრძოლის ეგიდით ამ მთავრობამ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა და მხოლოდ და მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებებია წინაპირობა, რომ ქვეყანა ამ კოლაფსიდან გამოვიდეს.

ამისათვის აუცილებელია გადასახადების დაწევა, აქ ბევრი მეცხოველეობით, თხილით, სიმინდით, სოფლის მეურენობით არის დაკავებული, ანუ ყველას აინტერესებს, როგორი იქნება გადასახადები, როგორ დაიბეგრება, რადგან ეს პირდაპირ არის დაკავშირებული თითოეული ადამიანის კეთილდღეობასთან.

ცვლილებების გეგმის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია განვითარება და სწორედ ეს ცვლილებების გეგმა უნდა განხორციელდეს 31 ოქტომბრის მერე, როდესაც მშვიდობიანად ივანიშვილის ხელისუფლებას ჩამოვიშორებთ მმართველობიდან,“ - განაცხადა უგულავამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა