კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 13  საბავშვო ბაღია დახურული

ამჟამინდელი მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 13 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება აღნიშნულ ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი.

მათი განმარტებით, ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და კონკრეტულ საბავშვო ბაღში არსებულ სურათზე იქნება დამოკიდებული.

„დღეის მონაცემებით, 13 ბაღია დროებით დახურული. კოვიდ 19-ის ფაქტი პერსონალში დადასტურდა და შესაბამისად, საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ზოგიერთი საბავშვო ბაღი 12 ოქტომბერს არც გახსნილა, რადგან ინფიცირების შემთხვევა ადრე დაფიქსირდა“,-აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მათი განმარტებით, საბავშვო ბაღებში სწავლების დისტანციური მეთოდი არ არის, შესაბამისად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, ბაღი დაიხურა და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები ეპიდემიოლოგების მითითების მიხედვით მოქმედებენ.

ამასთან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

შეგახსენებთ, ბაგა-ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში 13 საბავშვო ბაღია დახურული

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს