გიგი უგულავა - ივანიშვილის პირობებში ტოტალური უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უიმედობაა

ყველაფერი აუცილებლად შეიცვლება 31 ოქტომბერს და უპერსპექტივობასა და გაჭირვებას გარდამტეხი ცვლილებები დაასრულებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში, ბაქოსა და ერევნის ქუჩების მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

უგულავას განცხადებით, სიმბოლურია, რომ შეხვედრები იმართება ამ ქუჩებზე, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, თუ რა ხდება რეგიონში. უგულავას თქმით, როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად საქართველოში არის უმძიმესი სოციალური ფონი, ხოლო ამ დროს ბიძინა ივანიშვილი კლავს ამ რეგიონის ერთადერთ იმედს, ანაკლიის პორტს.

„ჩვენ ვიყავით ახლა ზუგდიდის ბაქოსა და ერევნის ქუჩებზე, რომლებიც ერთმანეთის მიმდებარედ არის. იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ახლა კავკასიაში ხდება, ეს სიმბოლურია. აქაც, ისევე როგორ მთელ რაიონსა და ქვეყანაში ცვლილებების მოლოდინია, უმუშევრობა არის პრობლემა, რომელიც ტანჯავს ყველა ადამიანს. ტოტალური უმუშევრობაა ივანიშვილის პირობებში და აღარც იმედია, რომ შეიცვლება რამე. ამ არჩევნებზე უნდა მოხდეს ეს გარდამტეხი ცვლილება და გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გადასახადების დაწევა არის უალტერნატივო, რათა სწრაფად დაიწყოს ეკონომიკამ მუშაობა და შეიქმნას სამუშაო ადგილები. სხვანაირად, უბრალოდ არ გამოვა“, - აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

უგულავამ ხაზი გაუსვა, რომ ზუგდიდს ანაკლიის პროექტი აქვს, რომელიც არა მარტო ზუგდიდის, არამედ მთელი სამეგრელოს დასაქმების და ახალი პერსპექტივის წყაროა.

„ჩვენ ასევე გვჭირდება დიდი პროექტები და ზუგდიდს აქვს კონკრეტული პროექტი, ეს არის ანაკლიის პორტი, რომელიც არა მარტო ზუგდიდის, არამედ მთელი სამეგრელოს დასაქმების და ახალი პერსპექტივის წყაროა და სანამ ივანიშვილი იქნება, ეს არ გაკეთდება. ამიტომ, მთავარი არის ახლა ერთი, რომ შეიცვალოს პოლიტიკური წყობა, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ და ადამიანებს ძალიან კარგად ესმით თუ რატომ ამთავრებს ყველა მთავრობა ასე ცუდად. იმიტომ, რომ ყველა მთავრობა არის ერთპარტიული და ერთპიროვნული, ხალხს ესმის, რომ კოალიცია არის სწორი მართვის ფორმა, რადგან ერთმანეთს აბალანსებს და ხალხის გასაჭირზე ფიქრობს და არა საკუთარ გამოგონილ ხუშტურებზე. ეს არის ის თემები, რომლებიც ხალხს აწუხებს და რომლებსაც ხალხი აუცილებლად შეცვლის ამ არჩევნებზე,“ - განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო