გიორგი ვაშაძე - მივმართავ გახარიას - ნუ გეშინია, მოდი დებატებზე და ღირსეულად მიიღე ეს გამოწვევა

მივმართავ გახარიას - ნუ გეშინია, მოდი დებატებზე და ღირსეულად მიიღე ეს გამოწვევა. მე ამ დებატებზე წარმოვადგენ საზოგადოების უმრავლესობას, რომელსაც კითხვები აქვს თქვენთან, თქვენ კი წარმოადგენთ ვიწრო პარტიულ ჯგუფს, რომელსაც მხოლოდ ფულის კეთება უნდა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მათთვის არის ცნობილი, გიორგი გახარია დებატებზე მამუკა მდინარაძის გამოგზავნას აპირებს.

„დღეს არის 15 ოქტომბერი და 22:30 საათზე უნდა შედგეს დებატები ჩემსა და გახარიას შორის. ჩვენი ინფორმაციით, ის შეუშინდა ამ დებატებს და აპირებს მამუკა მდინარაძის გამოგზავნას. მე მარტივი კითხვა მაქვს, მამუკა მდინარაძეა სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი თუ გიორგი გახარია?! რეალურად ეს არის ის, რომ გიორგი გახარიას ეშინია, არიდებს კითხვებს თავს, მას არ აქვს პასუხი იმ უამრავ პრობლემაზე რაც დღეს არის ქვეყანაში, მას არ აქვს პასუხი იმ მოპარულ მილიონებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ფულის მკეთებელმა გუნდმა ჯიბეში ჩაიდო და მას ეშინია იმ ახალი ფაქტების, რომელსაც დღეს საღამოს მე ეთერში გავასაჯაროებ. 22:30 საათამდე კიდევ არის დრო და ველოდები 22:30 საათზე გიორგი გახარიას დებატებში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ პრემიერი გიორგი გახარია დებატებში გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს