ზ.ხ-ს ადვოკატი - არ არსებობს მოწმე, რომელიც იტყვის, რომ დაინახა, როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს წყალში

არც ერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დაინახა, თუ როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს ის წყალში, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ,-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, გადააგდეს თუ არა შაქარაშვილი ბრალდებულებმა წყალში. გელხაურს აღნიშნულ ეპიზოდში სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი - ვინ მიაყენა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები და როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ამის მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, არცერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დაინახა როგორ მიაყენეს შაქარაშვილს ამ პირებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს წყალში. ექსპერტიზის არც ერთი დასკვნა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამ პირებს რაიმე სახით გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა ჰქონდათ. სასამართლოს ჩვენ პოზიციას დავუფიქსირებთ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი ესაა. მნიშვნელოვანი ის არაა, აგარაკზე რომ დაიწყო კონფლიქტი, ასევე როგორ განვითარდა მოვლენები, ეს ეპიზოდი ძალადობის ნაწილში არ არის, ამაზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება. პროკურატურას შესავალ სიტყვაში არ უსაუბრია, თუ რომელი მტკიცებულებით ადასტურებს შემხებლობას გარდაცვლილ შაქარაშვილთან იმ ბრალდებულების, რომლებიც ამ საქმეში არიან წარმოდგენილი. გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც გამამართლებელი განაჩენია",- განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო