საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში დღეს „ქართული ოცნებიდან“ მონაწილეობას მამუკა მდინარაძე მიიღებს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში დღეს „ქართული ოცნებიდან“ მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს.

შესაბამისად, დებატები მამუკა მდინარაძესა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის გაიმართება. დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე 23:00 საათზე დაიწყება.

ცნობისათვის, გიორგი ვაშაძემ დებატებში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა