რუსეთში კორონავირუსის 13 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 286 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 13 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 354 163-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 286 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 23 491-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამეში დაღუპული პაციენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 048 097 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 8 392- ბოლო 24 საათში.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს