გია ჯაფარიძე - აზერბაიჯანის ინტერესშია დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი მის ტერიტორიაზე დარჩეს

აზერბაიჯანის ინტერესშია დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი მის ტერიტორიაზე დარჩეს. რატომ? მათი ნაწილი ე.წ. ალბანური იდენტობის თეორიის მომხრეა და ამ თეორიის გასამაგრებლად მათ ეს სჭირდებათ. ყველაფრის საუბარი ეთერში არ შეიძლება, ამით შეიძლება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები დავაზიანოთ, - ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა გია ჯაფარიძემ „კარტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით,მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მეგობრები არიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განსხვავებული ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებთ.

"მთელი სახელმწიფო 90-იანი წლების განმავლობაში ეძებდა ყველანაირ რუკას იმისთვის, რომ რაღაცნაირად ჩვენ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად ჩვენი საზღვრების შიგნით დაგვეტოვებინა. არის რაღაცები რასაც ვერ ვიტყვით, რადგან აზერბაიჯანსაც აქვს თავისი ეროვნული ინტერესი, ჩვენც გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. ის რომ ჩვენ ვართ, ერთმანეთის მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები, კარგი მეზობლები, საერთო პროექტებში ვიღებთ მონაწილეობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს განსხვავებული ინტერესები.

აზერბაიჯანის ინტერესი არის - დავით გარეჯის სამონასტრო ნაწილი მის ტერიტორიაზე დარჩეს. რატომ? აზერბაიჯანის ნაწილში არის ე.წ. ალბანური იდენტობის თეორია და ამ თეორიის გასამაგრებლად მათ ეს სჭირდებათ. ყველაფრის საუბარი ეთერში არ შეიძლება ამით ჩვენ შეიძლება დავაზიანოთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეო: აზერბაიჯანის ინტერესშია დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი მის ტერიტორიაზე დარჩეს - გია ჯაფარიძე

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო