გიგი უგულავა - ივანიშვილსა და რუსეთს ჩვენი ეკლესია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ უნდა გამოვაყენებინოთ

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს ეკლესიის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოყენების საშუალება არ უნდა მიეცეთ. ამ განცხადებით მან დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით მეუფეების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „რუსეთი კოლექტიური ჯაღმაიძეებისა და შალვა კეკელიების ხელით, საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს- ეკლესიას ართმევს“.

„რუსეთი კოლექტიური ჯაღმაიძეების და შალვა კეკელიების ხელით, პრაქტიკულად გვართმევს ჩვენს ეკლესიას, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია. ამ ფონზე, მეუფეების განცხადება, რომ ორი უდანაშაულო ადამიანი ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი, ამ ადამიანებისათვის არამარტო მორალური თანადგომაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, ეს არის ამოღებული ხმა და განცხადება, რომელიც სწორედ იმას გამოხატავს, რომ რაც არ უნდა და ვისი საშუალებითაც არ უნდა შეეცადოს ივანიშვილი, ის საქართველოს ეკლესიას ვერ და არ ჩააბარებს რუსეთს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის მონაკვეთი. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ რუსეთი პირდაპირ ცდილობს გამოიყენის ჩვენი ეკლესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამიტომ, ყველა პატრიოტის ვალია, ამოიღოს ხმა და აღუდგეს ამ პროცესს წინ. ჩვენ არ უნდა გამოვაყენებინოთ ივანიშვილსა და რუსეთს ჩვენი ეკლესია ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

ამიტომ, მართლაც გმირობის ტოლფასია მეუფეების განცხადება, ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეკლესიაში სწორედ ასე ფიქრობს. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელით ჩვენს ეკლესიას რუსეთი ვერ დაგვინგრევს. ივანიშვილის ორ მძევალს, ორ პატრიოტ ადამიანს გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მათი პატიმრობა ხანმოკლეა, მაგრამ მათი გმირობა ძალიან დიდი ხანი იქნება ჩვენ საზოგადოებაში განხილვის საგანი.

ეს საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი, აქ ძალიან კარგად ჩანს რუსეთის სპეცსამსახურების ხელი, კარგად ჩანს, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად წამსვლელია ყველაფერზე, წამსვლელია იმაზე, რომ გახლიჩოს ეკლესია და ჩააბაროს ის რუსეთს, წამსვლელია იმაზე, რომ საშვილიშვილოდ გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან და რაც მთავარია, მზად არის ამისათვის გაწიროს საშვილიშვილოდ ის პროცესი, რომ თეორიულადაც კი მოუსპოს საქართველოს ის შანსი, რომ გარეჯის ერთიანი კომპლექსი ადრე თუ გვიან საქართველოს საზღვრებს ქვეშ მოექცეს, რადგან ეს მხოლოდ შესაძლებელია აზერბაიჯანთან ნორმალური, ადამიანური, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების ფონზე.

ეს პროცესი ივანიშვილმა საკუთარი უმეცრების, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების და ამავე დროს, რუსეთის მაამებლობის გამო წამოიწყო. ამ ყველაფერზე ქართული საზოგადოება მას ძალიან მკაცრ სასჯელს გამოუტანს“, -განაცხადა უგულავამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა