ნინო ქადაგიძე - ჩვენი ერთად ყოფნა იქნება იმის გარანტია, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება

ჩვენი ერთად ყოფნა იქნება იმის გარანტია, რომ საბოლოოდ ქვეყანაში ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მართლმასაჯულება. მწამს, რომ უახლოეს პერიოდში ეს აუცილებლად მოხდება,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩეულმა თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი არჩევის შემდეგ საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ნინო ქადაგიძემ საბჭოს წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის პოზიციას არ იზიარებს, რომელმაც ქადაგიძის კანდიდატურას იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ არჩევაზე მხარი არ დაუჭირა.

„ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები ნაზი ჯანეზაშვილს. ჩემი გადმოსახედიდან ეს არ არის ძალაუფლება, რომელსაც მე კანონი მანიჭებს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. გარკვეულწილად, ცოტა მაფიქრებს კიდეც ამხელა პასუხისმგებლობის აღება, ეს არის ჩემთვის ვალდებულება. პირველ რიგში, საკუთარ თავს და მთლიანად მართლმსაჯულებას ვუსურვებდი, რომ ნდობა, რომელიც დღეს გამომიცხადეთ, პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიღებ და ის გამოწვევა, რომელიც დღეს უნდა მივიღო, მომეცეს საშუალება, რომ ღირსეულად ვატარო ამ 4 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ყველა თქვენგანის თანადგომა, ჩვენი ერთად ყოფნა იქნება გარანტია იმისა, რომ საბოლოოდ ქვეყანაში ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. მწამს, რომ უახლოეს პერიოდში ეს აუცილებლად მოხდება. მინდა, რომ ეს იმედი და ნდობა გავამართლო“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ცნობისთვის, ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა. ის ამავდროულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს