თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა დღეიდან იზღუდება

თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა დღეიდან იზღუდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაახმოვანა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება", - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ.

„როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ გამოსავალი წერტილოვან შეზღუდვებშია.

"თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი, ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია მთავრობაზე, ხელისუფლებაზე და როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებზე", - აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო: თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა დღეიდან იზღუდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო