თამარ კორძაიას განცხადებით, ალექსანდრე მოწერელია საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა მოსყიდვას ახორციელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა მოსყიდვას ახორციელებს.

როგორც თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, ალქესანდრე მოწერელია საქართველოს მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია თავის სამაჟორიტარო ოლქში, კერძოდ, სამ სოფელში ახორციელებს ამომრჩეველთა მოსყიდვას, კერძოდ ის მანიპულირებს ქართველი მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით, წინასაარჩევნოდ დაპირდა ეკლესიების მშენებლობას , სამივე სოფელში მიიტანა სამშენებლო მასალები და დაიწყეს მშენებლობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის თანახმად ამომრჩევლის მოსყიდვა დანაშაული და დასჯადი ქმედებაა. გვაქვს ვიდეო მასალა, რომელსაც მედია საშუალებებს მოგაწვდით.

ასევე, ვურჩევ საგამოძიებო ორგანოებს დეტალურად შეისწავლონ ეს მასალები და დაიწყონ გამოძიება ალექსანდრე მოწერელიას მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებთ“,-განაცხადა თამარ კორძაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა