გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ ეტაპზე, ოქტომბრის ბოლოდან იგეგმება არსებული მიმართულებებით რეისების დამატება.

„მას შემდგომ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება ეტაპობრივად, ნოემბრიდან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, პირველი ნაბიჯი იქნება, ოქტრომბრის ბოლოდან არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ პარიზის და მიუნხენის მიმართულებით. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებებით დამატებითი რეისების დაწესება იქნება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს, ეკონომიკას უფრო მეტ ჟანგბადს, ასევე ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში დაგვეხმარება. ამასთან, შემდგომ უკვე, ნოემბერში, ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება, როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა მივცეთ უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“, - აღნიშნა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: როდიდან აღდგება ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან?

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს