ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო ქადაგიძის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევით წარსულში დაგვაბრუნა

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო ქადაგიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევით წარსულში დაგვაბრუნა”,- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის დანიშვნას.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნინო ქადაგიძეს ე.წ. კლანის მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა.

"გარდა იმისა, რომ ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ის ამავდრულად საბჭოს თავმჯდომარეც გახდა. ასეთი მიდგომა გვაბრუნებს წარსულში იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებამდე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად ხდებოდა საბჭოს თავმჯდომარე. თუმცა, მოგვიანებით ეს სტანდარტი პარლამენტმა შეცვალა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი შემადგენლობიდან 4 წლის ვადით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს.

რაც შეეხება ნინო ქადაგიძეს, მას ე.წ. კლანის მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ 10-კაციან სიაში იყო, რომელიც პარლამენტს 2018 წლის დეკემბერში წარუდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სია უკან დაბრუნდა, მოგვიანებით ქადაგიძე გახდა ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მერე კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ახლა, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეც.

რეალურად სასამართლო სისტემის სათავეში მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდგომ ნინო ქადაგიძე სასამართლო სისტემაში ორ მნიშვნელოვან თანამდებობაზეა", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო