პრემიერი - ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელიც იყო დაკავშირებული ვაქცინასთან, სამწუხაროდ, არ გამართლდა

ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელიც იყო დაკავშირებული ვაქცინასთან, სამწუხაროდ, არ გამართლდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, პანდემიის პირველ ეტაპზე საქართველოს გამარჯვების ფასი ლოკდაუნები იყო, თუმცა ახლა მასშტაბურ ჩაკეტვას ქართული ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანას და გლობალურადაც, მსოფლიოს მოუწევს პანდემიის პირობებში ცხოვრება. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობა. მაშინ ჩვენი გამარჯვების ფასი იყო მძიმე ლოკდაუნები, დღეს ჩვენი ეკონომიკა ამას ვეღარ გადაიტანს. უნდა ვისწავლოთ: მთავრობამ - მართვა, მოქალაქეებმა - პირბადის ტარება, ჰიგიენის ელემენტარული მოთხოვნების, დისტანციის დაცვა და ა.შ. ამას გავივლით, დავამარცხებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ყველას გვქონდეს ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა