პრემიერი - არანაირი მძიმე, სისტემური ლოკდაუნი ქვეყანაში არ იგეგმება

რა თქმა უნდა, არანაირი მძიმე, სისტემური ლოკდაუნი ქვეყანაში არ იგეგმება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებს მიჰყვება და საბოლოო ჯამში შეზღუდვების საკითხი ყველა ჩვენგანზე, წესების დაცვასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

„ დღეს ამის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ ესაა წესების დაცვის ელემენტარული პასუხისმგებლობა. კანონის დაცვა, წესების დაცვა დღეს მართლა პატრიოტიზმია“,-აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება საკითხს, გეგმავს თუ არა მთავრობა ბიზნესს საგადასახადო შეღავათები გაუხანგრძლივოს, პრემიერის თქმით, „მთავრობა ბიზნესის გვერდით დგომას გააგრძელებს.“

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა