პრემიერ-მინისტრი - დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო და ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო და ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა.

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, დავით გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციის წვლილია.

„დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც 1 თვის წინ. დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო. ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო 1 წლის, წელიწადნახევრის წინ და ზუსტად იმ ოპოზიციის, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ თავის თავს უნდა დაუსვან“,- განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, როგორც გახარია აღნიშნავს, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა ორმხრივია და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.

„აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, არის ორმხრივი თემა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრების ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლებას სურს მას მიწების გაყიდვა დააბრალოს. როგორც გახარია აცხადებს, ეს საქმე გამოძიების პრეროგატივაა.

„ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა, ქვეყანაში ინდულგენცია არავის აქვს, მითუმეტეს ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო