ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - კორონავირუსთან დაკავშირებით კარგი პროგნოზი არ გვაქვს, რიცხვები კატასტროფულია

კორონავირუსთან დაკავშირებით კარგი პროგნოზი არ გვაქვს, რიცხვები ძალიან კატასტროფულია, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.

ჩეხეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 9 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. გარდა ამისა, ვირუსს კიდევ 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 1 172-მდე გაიზარდა.

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 140 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 77 217 ადამიანს მკურნალობა ამჟამად უტარდება.

ჯანდაცვის მინისტრმა რომან პრიმულამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეო განათავსა, სადაც აცხადებს, რომ ქვეყანაში საავადმყოფოები ლიმიტს უახლოვდებიან.

„სხვადასხვა სტადიონებისა და სპორტული დარბაზების მობილიზება უნდა განვახორციელოთ ისე, რომ იქ საწოლების დადგმა იყოს შესაძლებელი. სიტუაცია ძალიან სერიოზული ხდება,“- აცხადებს მინისტრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო