ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღის ბოლოს კოვიდის მართვაში კიდევ ოთხი კლინიკა ჩაერთვება, რის შედეგადაც მხოლოდ თბილისში 1200 თავისუფალი საწოლი იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობას 2 090 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გადის, 500 პაციენტი ტრიაჟის სივრცეში ელოდება დადასტურებას, არის კოვიდ-ინფიცირებული თუ სხვა ჩივილი გააჩნია.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინზე განაცხადა, ამ ეტაპისათვის, კოვიდ-სასტუმროში 1 090 პაციენტია და დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით მხოლოდ საავადმყოფოებში მობილიზებულია 4000-მდე საწოლი.

„კოვიდ სასტუმროებში მობილიზებულია 3 900-მდე საწოლ-ფონდი, რაც ასევე დაფარულია ექიმების ბრიგადებით. შესაბამისად, იქ მოთავსებული პაციენტები ყველა საჭირო დახმარებას იღებენ და გადიან მონიტორინგს, რაც მათ ესაჭიროებათ. დღის ბოლოს დამატებით კიდევ ოთხი კლინიკა ჩაერთვება, რის შედეგადაც მხოლოდ თბილისში 1200 თავისუფალი საწოლი გვექნება. ეს არის მუდმივად ცვლადი რიცხვი, ვინაიდან ხდება როგორც პაციენტების მიღება, ასევე მათი გამოჯანმრთელება. იმ შემთხვევაში, თუკი მობილიზებული საწოლების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის იდენტიფიცირებასაც 48 საათით ადრე ვახდენთ, გვაქვს კლინიკების ნუსხა, რომლებიც შემდეგ ეტაპზე უზრუნველყოფენ პაციენტებს საწოლებითა და პერსონალით“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს