,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" ახალგაზრდული ფრთის 50-მა წარმომადგენელმა საქართველოს სისხლის ბანკში სისხლი ჩააბარა.
,,ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე ჟამს გვინდა დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სისხლის გადასხმა სჭირდებათ და არ გააჩნიათ საამისო სახსრები. საქართველოს სისხლის ბანკს დღეს უსასყიდლოდ გადავეცით სისხლი, რომელიც ბევრ ჩვენს თანამემამულეს და მედპერსონალს დაეხმარება კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის ამ ურთულეს ეტაპზე", - აღნიშნა ,,სოციალ-დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა ბორის ჩოფლიანმა.
აღნიშნულ ინფორმაციას ,,სოციალ-დემოკრატების" პრესსამსახური ავრცელებს.