საქართველოში კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების მაკროეკონომიკურ მოდელირების თემაზე ვებინარი ჩატარდა

გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტმა, სავაჭრო პალატის ბიზნეს კვლევების სახლთან ერთად, საქართველოში კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების მაკროეკონომიკურ მოდელირებაზე ვებინარი გამართა. ამის შესახებ ინფრმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხზე კვლევა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტმა ბიზნეს კვლევების სახლთან ერთად ჩაატარა.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრემიერ - მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, გაერო-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მაჰლი, სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე, მაგდა ბოლოთაშვილი, ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელი, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის კონსულტანტი საქართველოში გიორგი აბაშიშვილი, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტების ხელმძღვანელი, ეკონომიკური ოფიცერი დოქტორი ნამსუკ კიმი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იმ რვა ქვეყანას შორის შეირჩა, სადაც აღნიშნული კვლევა ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო