რუსული მედია - ევროკავშირი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციებს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს, კიდევ 5 მაღალჩინოსანსა და ერთ ორგანიზაციას უწესებს

ევროკავშირი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციებს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილე სერგეი კირიენკოს, 4 სხვა რუს მაღალჩინოსანსა და ერთ ორგანიზაციას უწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის სასანქციო სიაში ორგანიზაცია ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიც (GosNIIOKhT) შედის. სანქციების თანახმად, ევროკავშირში მოქმედ ბიზნესებს აღნიშნულ ინსტიტუტთან რაიმე სახის კავშირი ეკრძალებათ.

გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და ევროპულ ბანკებში ფინანსური აქტივების გაყინვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა