ამირან გამყრელიძის განმარტებით, პირველ ეტაპზე, სახელმწიფოს მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინა რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს მოხმარდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე, სახელმწიფოს მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინა რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს მოხმარდება.

“სახელწმიფოს ნაყიდი აქვს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა. უკვე შემოსულია 25 ათასი ვაქცინა და დარიგებულია პოლიკლინიკებში. პირველ ეტაპზე, უნდა აიცრან ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში მყოფები: ორსულები, მოხუცთა სახლებში მყოფი პირები, ბავშვთა სახლებისა და ბაღების აღმზრდელები, ასევე შიდსისა და C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტები. ამის შემდეგ ვაქცინის 110 ათასი დოზა შემოდის, რომელიც განაწილდება სხვა რისკ ჯგუფებზე, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მთავრობის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია გრიპის ვაქცინის დამატებით 100 ათასი დოზის შემოტანაზე. დიდი ალბათობით ოქტომბრის ბოლომე 77 ათასი დოზა უნდა შემოვიდეს, ხოლო ამის შემდეგ, ნოემბრის მეორე ნახევარში, დამატებითი დოზები. გარდა ამისა, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კერძო სექტორს შემოტანილი აქვს 20 ათასამდე-მდე დოზა, რაც დაიხარჯა, ხოლო ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისისთვის კეთდება ვაქცინის 40 ათასი დოზის მობილიზაცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა