ირაკლი აბესაძე - იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ ქადაგიძის არჩევა არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა და არაფერი ამას სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასთან არ აქვს

რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოში თავმჯდომარედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა მხოლოდ ფორმალური პროცედურაა და სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასთან არაფერი საერთო არ აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

აბესაძის განცხადებით, სასამართლოს სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, რათა ის პოლიტიკურად მიუკერძოებელი და სანდო გახდეს, ხოლო იმ ფონზე, როდესაც თავმჯდომარის არჩევა მოხდა პოლიტიკური გავლენების ქვეშ, ეს სისტემას სანდოობას ვერ დაუბრუნებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მასში მყოფი სასამართლო კლანის წარმომადგენლები ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა სასამართლო სისტემის განვითარებისა და რეალური პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან და პირიქით, სწორედ ის სასამართლო კლანი, რომელიც იუსტიციის საბჭოშია თავმოყრილი იქცა - პოლიტიკურ პარტნიორად „ქართული ოცნების“.

ამას ადასტურებს ის პოლიტიკურად მიკერძოებული პროცესი, რომელიც წარმართა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას, რომელიც ასეთად შეფასდა არ ამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ობიექტური დამკვირვებლების მხრიდანაც.

რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოში თავმჯდომარედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა და არაფერი ამას სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასთან არ აქვს.

რეალურად გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმები სასამართლოში, გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები სასამართლო სისტემაში, რაც უნდა მოიტანოს არჩევნებმა და დაიწყოს „ევროპული საქართველოს“ და სხვა ოპოზიციური პარტიების შეთანხმებული გეგმის განხორციელება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებასთან მიმართებით, სასამართლოების უფრო მეტ დამოუკიდებლობასთან და ინდივიდუალური მოსამართლის უფრო მეტი დამოუკიდებლობის გაფართოებასთან, თუ უცხოელი მოსამართლეების მოწვევასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მოიტანს იმ გარდამტეხ ცვლილებებს, რომლებმაც საზოგადოების ნდობა უნდა დაუბრონოს სასამართლო სისტემას,“ - განაცხადა აბესაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა