აზერბაიჯანული მედია - სომხებმა ტერტერში სასაფლაო დაბომბეს, დაღუპულია 3 და დაშავებულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე

სომხებმა ქალაქ ტერტერში სასაფლაო დაბომბეს, დაღუპულია 3 და დაშავებულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

თავდასხმის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ჰიკმატ ჰაჯიევი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, სომხეთმა, არტილერიის გამოყენებით ქალაქის სასაფლაოზე „მიზანმიმართული თავდასხმა“ განახორციელა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა