აზერბაიჯანის თავდასხმებს კიდევ 49 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.