ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხზე და ვირუსის მართვაში სადაზღვევო კომპანიის ჩართულობაზე იმსჯელებენ.

"მდგომარეობა ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სისტემა თავისი ორგანიზებულობით, რეჟიმითა და ერთობით შეძლებს კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ნამდვილად არის იმ ნდობის ღირსი, რომელიც ჩვენი მოსახლეობისგან გვაქვს. თქვენ გაქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება ონლაინ კლინიკების მართვის კუთხით, გყავთ საკმაოდ დატრენინგებული და პროფესიონალი ოჯახის ექიმები და დღეს დგას ის საკითხი, როდესაც არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თქვენს ბენეფიციარებს, ჩვენს მოქალაქეებს ერთობლივად ესაჭიროება, სწორედ გამართული ინფრასტრუქტურა, სწორად დატრენინგებული ექიმები. ამასთან დაკავშირებით მინდა თქვენი მზაობა. ჩვენ გარკვეულწილად ჩვენი მზაობა და გეგმები გვაქვს, რომელსაც უკვე თვეებია ვახორციელებთ.

მინდა თითოეულმა თქვენთაგანმა დააფიქსიროს თავისი შესაძლებლობები, ასევე რა კომპონენტში გჭირდებათ სახელმწიფოს ჩართულობა, ვინაიდან არ ვფიქრობთ, რომ ეს ცალმხრივი დახმარებაა. ჩვენ მზად ვართ თქვენს გვერდით ვიდგეთ იმ რესურსით, რომელიც გაგვაჩნია, რომ დროულად მივიდეთ ქმედით ნაბიჯებამდე და გადაწყვეტილებამდე",- მიმართა ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა