მიხეილ რამიშვილი - ეს არის დადგმული, რომ ვითომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითონ შევიდა აფთიაქში, შეიძინა ის აბები, რომლითაც ვითომდა თავი მოიკლა

ეს არის დადგმული, რომ ვითომ თამარი თვითონ შევიდა აფთიაქში, შეიძინა ის აბები, რომლითაც ვითომდა თავი მოიკლა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა.

„მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზულად ორგანიზებული მკვლელობა და ყველაზე საინტერესო არის ერთი რამ - წამლები, რომლებიც მის ორგანიზმში აღმოჩნდა და ფატალურად დააყენა მისი გარდაცვალება, აფთიაქში რომ არის გადაღებული, თითქოსდა თამარ ბაჩალიაშვილს აბები აქვს შეძენილი, ის აბები, რომლითაც სიკვდილი განხორციელდა, აფთიაქში მისი შეძენილი არ არის. ეს არის დადგმული, რომ ვითომ თვითონ შევიდა აფთიაქში, თვითონ შეიძინა ის აბები, რომლითაც ვითომდა თავი მოიკლა“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა