საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას ბიზნესის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობაზე ესაუბრა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას ბიზნესის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობაზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის უმთავრესი საკითხი ბიზნეს ოპერატორებისთვის არსებული საგადასახადო შეღავათების შემდგომი გაგრძელება და პანდემიის მეორე ტალღის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერა იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ იმ პრობლემებსა და დამატებით წნეხზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შედეგად, ასოციაციის წევრი კომპანიები განიცდიან. ამასთან, საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონში არსებულ ურთულეს საომარ ვითარებას და ამ ფონზე ტურისტული სექტორის სწრაფი აღდგენის პრობლემას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ასოციაციის სახელით ლევან ვეფხვაძემ მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს მიაწოდა ინფორმაცია იმ მინიმალური დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რაც ასოციაციის აზრით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელდეს, მათ შორისაა, საშემოსავლო გადასახადის ბიზნეს ოპერატორებისთვის დატოვების შემდგომი 6 თვით გაგრძელება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში გადავადებული/დაგროვილი საბიუჯეტო ვალდებულებების პრობლემის მოგვარება. შეხვედრისას, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე, დაადასტურა ასოციაციის მზაობა დამკვიდრებული დიალოგის ფორმატში ბიზნესის მხარდაჭერის მეორე პაკეტზე მუშაობისას აქტიური კომუნიკაცია წარმართოს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.

შეგახსენებთ, COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რიგით მე-7 შემფასებელი მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს და საქართველოს მთავრობის წევრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს აღნიშნულ ფორმატში განაგრძობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა