მამუკა ტუსკაძე - 10 საათი დამაყოვნეს გამოკითხვაზე, ამომრჩევლებთან დაგეგმილი შეხვედრაც ჩამიშალეს

„მე საარჩევნო სუბიექტი ვარ, მაგრამ დღეს შსს-ს რუსთავის მესამე განყოფილებაში გამოკითხვაზე დამიბარეს, ამჯერად უარი არ მითქვამს, რადგან დამპირდნენ, რომ პროცედურას ერთ საათში დაასრულებდნენ და შეხვედრებზე დასწრების საშუალებას მომცემდნენ, მაგრამ გამოკითხვა, დაახლოებით 10 საათს გაგრძელდა“ , – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, უწყება საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიდა, გამოკითხვაზე დილის 9 საათზე მივიდა და საათნახევარში იუსტიციის სამინისტროში დაბრუნებასაც გეგმავდა, თუმცა არათუ 11 საათიანი შეხვედრა, ამომრჩეველთან 4-საათიანი აუდიენციაც ვერ შედგა.

„ფაქტია, რომ შემთხვევა პოლიტიკურ ელფერს ატარებს. ინსტრუქცია კარზე აქვს გაკრული ყველას, რომელშიც ნათქვამია, რომ აქტიურად უნდა ითანამშრომლონ საარჩევნო სუბიექტებთან. მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ბესო ზედელაშვილმა და მისმა გამომძიებელმა მინისტრის ბრძანება დაარღვია. მისივე თქმით, გამოკითხვა მაშინ დასრულდა, როდესაც ტელეფონში შსს-ს ზარის ხმა გაისმა. არ ვიცი, ვინ დაურეკა, მაგრამ ბოლოს ყველა აღელდა. სხვა გამომძიებელიც დამიტოვეს გამოკითხვის დასასრულებლად, თვითონ კი შსს-ში ან გენინსპექციაში წავიდნენ. მანამდე გამიყვანეს და მთხოვეს, რომ გადაცდომების, ანუ გამოკითხვასა და გამოკითხვის ხანგრძლივობის შესახებ არავისთვის არაფერი მეთქვა. იყო შვილების დაფიცება, თხოვნა და ა.შ. ვუპასუხე, რომ მნიშვნელოვანი საქმე გამიფუჭდა და ასეთ დროს ძმაკაცობასა და თხოვნაზე ვეღარ ვიფიქრებდი. მაშინ, ჩათვალე, რომ მოხსნილები ვართო, მითხრეს და გავიდნენ. ვფიქრობ, ეს ხელოვნურად გამოწვეული მიზანმიმართული პროვოკაციაა.

ასე ებრძვიან ძლიერ ახალ პოლიტიკურ პარტიებს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ ვსაუბრობ ჩასაფრებულის პოზიციიდან, პირიქით.

ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა ცდილობს, აუხსნას ხელისუფლებას, რა არის გამოსასწორებელი. ღიად ლაპარაკობს მის ღირსებებსა და გაკეთებულ საქმეებზე. მაგალითად, ვამბობ, რომ შსს-ს სრული რეორგანიზაციაა საჭირო. მეტიც, ვფიქრობ, რომ უწყებას სახელიც კი უნდა გადაერქვას და მართლწესრიგისა და უსაფრთხოების სამინისტრო ეწოდოს. სერიოზული პრობლემაა შსს - პირველი დონის საგამოძიებო ორგანოებში. აქვთ კადრების დეფიციტი. სხვათა შორის, რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება ამაზე და ვფიქრობ, შესაძლოა, სწორედ ეს გახდა დღევანდელი დღის ასე წარმართვის მიზეზი. ზოგადად, მე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, როგორც სამშენებლო ბიზნესში, ასევე ადვოკატურაში, პოლიტიკური ცხოვრებაც არანაკლებად საინტერესო მაქვს და ბუნებრივია, დაინტერესებულია სახელმწიფოს უშიშროების სამსახური ჩემი ცხოვრების პერიპეტიებით. ეს კარგიცაა. რა თქმა უნდა, უნდა დაინტერესდნენ, მაგრამ კანონი არ უნდა დაარღვიონ.“ – აღნიშნა ტუსკაძემ.

როგორც მამუკა ტუსკაძე აცხადებს, საქმე, რომელსაც ედავებიან, სინამდვილეში სადავოც არაა.

„ეს ის საქმე არაა, რომლის საფუძველზეც გამოკითხვებზე უნდა მიბარებდნენ. ახლა საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ. გამოიყენეს ჯვარედინი დაკითხვის მეთოდი, რომელიც დღეს აკრძალულია და თითქოს რაღაცებიც წამოაცდევინეს ადამიანებს საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, მიაქციოს ყურადღება შსს-ს. არ შეიძლება ამ უწყებაში ასეთი არაპროფესიონალიზმი და ქაოსი იყოს. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს ცენტრალურ დეპარტამენტს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე ჰქონდა რეაგირება და მეც, როგორც იქნა, გავთავისუფლდი ამ ხანგრძლივი პროცესისგან“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

აღნიშნულ განცხადებებს პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ავცრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა