დიმიტრი პესკოვი ევროკავშირის სანქციებზე - ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არის რუსეთის წინააღმდეგ განზრახ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯი

რუსეთი ევროკავშირის ახალ სანქციებს საკუთარი ინტერესების დაცვით უპასუხებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვი სიტუაციას გააანალიზებს და საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არის რუსეთის წინააღმდეგ განზრახ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯი, რომელიც ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია. ევროკავშირის საბჭომ ამ გადაწყვეტილების მიღებით ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობას. მოსკოვი სიტუაციას გააანალიზებს და საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს,“- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუსეთს სანქციები დაუწესა. სასანქციო სიაში 6 რუსი მაღალჩინოსანი და ერთი ორგანიზაცია შევიდა. ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და ევროპულ ბანკებში ფინანსური აქტივების გაყინვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა