ნათია თურნავა - გარკვეული დარგის კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ზე დაწევამ უკვე გამოიღო შედეგი - საქართველოში მსხვილი IT-კომპანია შემოდის

მთავრობის გადაწყვეტილებამ, კერძოდ გარკვეული დარგის კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ზე დაწევამ, უკვე გამოიღო პირველი დადებითი შედეგი - საქართველოში ძალიან მსხვილი ამერიკული IT კომპანია EPAM-ი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კომპანია საქართველოში საკუთარ ოფისს გახსნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სულ მცირე 1000-მდე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის.

„როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული დარგის კომპანიებისთვის, მათ შორის კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და პროგრამული უზრუნველყოფით დაკავებული კომპანიებისთვის განსაკუთრებული დაბეგვრის რეჟიმი დაწესებულიყო, კერძოდ, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-ზე დაწია. ჩვენ გვაქვს უკვე პირველი დადებითი შედეგი და გამოხმაურება ამ გადაწყვეტილების - საქართველოში შემოვიდა ძალიან მსხვილი ამერიკული IT-კომპანია EPAM-ი. კომპანია საქართველოში თავისი ბიზნესის რელოკაციას ახდენს, უკვე ჩამოიყვანა 30-მდე თანამშრომელი და საქართველოში თავისი ოფისის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. უახლოეს მომავალში კი EPAM-ის გეგმებში საქართველოში სულ მცირე 1000-მდე ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა შედის ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, EPAM-ი მსხვილი ამერიკული აიტიკომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო