ნათია მეზვრიშვილი - ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ წესებს არ დავიცავთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ და გაითვალისწინონ, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის.

„რესურსები ამოუწურავი არ არის. ამიტომ ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ იმას, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა. მთავრობის პასუხისმგებლობა გახლავთ ვირუსის მართვა და ამას მთავრობა წარმატებით უმკლავდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ინფიცირებულების მაჩვენებელი მზარდია, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, თუმცა, მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ ორგანიზაციებმაც, ბიზნესმა და მოქალაქეებმაც. ორი არჩევანი გვაქვს - ერთი, რომ დავიცვათ წესები, ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ იმ პირობებში, როდესაც სისტემა ამისთვის მზად არის და მეორე - შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები. ქვეყანას ამის რესურსი უბრალოდ არ გააჩნია, იმიტომ, რომ დღეს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ. ამიტომ, მოქალაქეებმაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ, გაითვალისწინონ, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის და წესები უნდა შევასრულოთ“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა