გიგა ბოკერია - ივანიშვილი და მისი გუნდი თვითქებით იყო დაკავებული საქმის კეთების ნაცვლად, როცა გარდაუვალი იყო, რომ ისევ იქნებოდა ტალღა

მთავარი საფრთხე ამ გამოწვევების ფონზე არის ივანიშვილის ხელისუფლება. ჩვენი საზოგადოების ამოცანაა ამ ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ, იმის ნაცლად, რომ მომზადებულიყო ეპიდემიის ამ ტალღისათვის, გამარჯვება იზეიმა და თვითქებით იყო დაკავებული.

„ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლების შეშფოთება შექმნილი ვითარებით აბსოლუტურად გვესმის. აღშფოთება იმით, თუ როგორ იმოქმედა ივანიშვილის მთავრობამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც გაუაზრებლად, არათანმიმდევრულად, შერჩევითად, ჯერ ჩაკეტა და შემდეგ გამარჯვება იზეიმა, თვითქებით იყო დაკავებული საქმის კეთების ნაცვლად, როცა გარდაუვალი იყო, რომ ისევ იქნებოდა ტალღა და არ მომზადებულან ამ ტალღისთვის.

მთავარი საფრთხე ამ გამოწვევების ფონზე არის ივანიშვილის ხელისუფლება და ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანა არის ამ ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთვევაში, ჩვენ გველის უმძიმესი პერსპექტივა,“ - განაცხადა ბოკერიამ.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა