გია ვოლსკი - სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ვისთან გვაქვს საქმე და ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეს, რას წარმოადგენს სააკაშვილი და მისი გუნდი

სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვისთან გვაქვს საქმე და ჰქონდეს ზუსტი წარმოდგენა, რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „კარტოგრაფების საქმის“ თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე დასვა კითხვა - “წინასაარჩევნო პერიოდში უნდა შენახულიყო ის მასალა და ინფორმაცია, რაც ამის თაობაზე მივიღეთ?! ვის რა უფლება აქვს, რომ დამალოს!“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ყველა დარჩენილ კითხვებს გამოძიება უპასუხებს.

„პირდაპირ საოცრებაა, რასაც ჩვენი ოპონენტები ჩადიან. გააფთრებული თავდაცვის რეჟიმი მოწოდებულია, რომ საზოგადოებამ სხვა კითხვებზე დაიწყოს პასუხების ძებნა. პასუხი მარტივია: ყველა რუკა - ამერიკული, გერმანული, რუსული წარმოშობის და სხვა რუკები ადასტურებენ, რომ ეს ტერიტორია (დავით გარეჯის ტერიტორია) საქართველოს ეკუთვნის. ისტორია ადასტურებს, რომ ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის. ასეთი მონდომებით ბრძოლა იმისათვის, რომ დაადასტურონ, რომ ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, არის ყველაზე უფრო სერიოზული და შემაშფოთებელი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა