კახაბერ გვანცელაძე - 14 ბაღში უკვე დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევა, მათ შორის 12 თანამშრომელია და 2 ბავშვი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღის 12 თანამშრომელს და 2 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც 14 სააღმზრდელო დაწესებულება დაკეტილია.

კახაბერ გვანცელაძის თქმით, სიტუაცია მართვადია და სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ამასთან, აღნიშნავს, რომ ბაღებში ბავშვების დასწრება დაბალია.

„მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, 14 ბაღში უკვე დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევა. მათ შორის 12 თანამშრომელია და 2 ბავშვი. თუმცა, ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას. უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული ყველა ბაღში, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მიღებულ ყველა რეკომენდაციას ვასრულებთ. დასწრება ნაკლებია, თუმცა, ბავშვები ჩვეულებრივ დაჰყავთ მშობლებს ბაღებში. ორშაბათს არ გავხსენით 4 ბაღი, მას შემდეგ კი 10 ბაღი დავხურეთ“,- განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თუ ბაღში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდება, ბაღი იხურება.

„ჩვენი გეგმაა, როდესაც თანამშრომელს ან აღსაზრდელს უფიქსირდება კოვიდინფექცია, ვუკავშირდებით 112-ს და ბაღი იხურება. თუ ბაღში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდება ბაღი იხურება. ეს არის ჩვენი "გაიდლაინი" და განვიხილავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად“,-განაცხადა გვანცელაძემ.

გახაბერ გვანცელაძემ ის ბაგა ბაღები ჩამოთვალა, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. მისი ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია შემდეგ ბაღებში: 36-ე ბაღი, 99-ე ბაღი, 89-ე ბაღი, 53-ე ბაღი , მე-4 ბაღი, 29-ე ბაღი, 153-ე ბაღი, 35-ე ბაღი, მე-16 ბაღი, 21-ე ბაღი, 72-ე ბაღი, 93-ე ბაღი, 190-ე ბაღი და ბაგა ბაღი „ხუთკუნჭულა“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს