სერგი კაპანაძე - აი, როგორ დაამარცხეს კორონა, აღმოჩნდა, რომ არაფერი დაუმარცხებიათ, უბრალოდ არსენალში ტყვიები აღარ დარჩათ

აი, რა მაგარი კრიზის მენეჯერები არიან და როგორ დაამარცხეს კორონა, აღმოჩნდა, რომ არაფერი დაუმარცხებიათ, უბრალოდ არსენალში ტყვიები აღარ დარჩათ. ახლა ერთადერთი გამოსავალი აქვთ - იმედი ჰქონდეთ, რომ არჩევნებამდე მიაღწევენ ისე, არაფერი აუფეთქდებათ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის მთავრობამ და გახარიამ კორონაზე მთლიანად ჩააფლავა რეაქცია, როდესაც არაფერი იყო დრამატული და დაავადებათა მცირე რაოდენობა იყო, მმართველმა გუნდმა ყველა ტყვია გაისროლა, ჩაკეტა ეკონომიკა და პრაქტიკულად, ადამიანებს მოუსპო ლუკმა-პური.

„ ახლა, ერთი მხრივ, იმედოვნებენ, რომ ხალხი არ მივა არჩევნებზე და მეორე მხრივ, უნდათ, რომ რაღაც ეტაპზე ჩაგვკეტონ, რადგან უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ეს აბსოლუტურად ჩაფლავებული კრიზისმენეჯმენტია, ეს ყველაზე ცუდი რეაქციაა, რაც შეიძლება მთავრობას როდესმე მოეგონებინა და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ სიტუაციაში გამოსავალი რეალურად აღარ არის. ამ მთავრობას პრობლემების გადაჭრა უბრალოდ აღარ შეუძლია, ერთადერთი გამოსავალია- მათი დამარცხება, გაშვება ოპოზიციაში და მერე ამ ქვეყნისთვის მიხედვა, სხვა გამოსავალი ივანიშვილის და გახარიას ხელში უბრალოდ აღარ რჩება,“ - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა