პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“  გამართეს სისხლის უანგარო დონაციის აქცია  – „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე"

„თავისუფალი დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ მიუხედავად მაღალი პოლიტიკური ტემპერატურისა, მოსახლეობა უნდა გვახსოვდეს არა მხოლოდ საარჩევნო ფორმატში, არამედ მათზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველ ჩვენგანის ყოველდღიური საფიქრალი, - ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა და პარტიის აქტივისტებმა, სისხლის უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში საკუთარი სისხლის გაიღეს.

„მიუხედავად დღევანდელი კოვიდინფიცირების მაღალი ციფრებისა, (მოგეხსენებათ 919 კოვიდინფიცირებულია საქართველოში) სისხლის უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში საკუთარი სისხლი გაიღეს. სისხლის უანგარო დონაციის აქცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

აქციის ფარგლებში სისხლი ოცდაათამდე ადამიანმა გაიღო. მათ შორის, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომრადგენლებმა, პარტიის წევრებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.

ამ აქტივობით „თავისუფალი დემოკრატები" ჩაერთნენ უანგარო დონაციის აქციაში „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“. იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის თანამშრომლების გუნდი შესაბამისი ლაბორატორიით აღჭურვილი ეწვია ,,თავისუფალი დემოკრატების" ოფისს და სათანადო შემოწმების შემდეგ მსურველებს სისხლი აუღეს.

პარტიის პოლიტიკური მდივნის, დევი ტაბიძის განმარტებით, „თავისუფალი დემოკრატები" ასევე გეგმავენ კოვიდინფიცირებულთათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას.

„ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მონაწილეობა მივიღეთ აქციაში „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე", რომელიც მოტივირებული იყო ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური პრობლემების გადაჭრის თანადგომისათვის. მცირედია ჩვენს მიერ გაღებული სისხლის ოდენობა, სულ დონორობა გასწია პარტიის ოცდაათამდე წარმომადგენელმა. ,,თავისუფალი დემოკრატები მივიჩნევთ, რომ მიუხედავად მაღალი პოლიტიკური ტემპერატურისა, მოსახლეობა უნდა გვახსოვდეს არა მხოლოდ საარჩევნო ფორმატში , არამედ მათზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველ ჩვენგანის ყოველდღიური საფიქრალი.

აქცია იქნება არაერთჯერადი და ასევე ვგეგმავთ კოვიდინფიცირებულთათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას", - განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა დევი ტაბიძემ.

ინფორმაციას „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა